|
2020-01-09 11:40:31, 1720 ნახვა
პოლიტიკა
თურნავა: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ არსებული ხელშეკრულების შეწყვეტა, ლოგიკურია
„ანკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა, ლოგიკური გადაწყვეტილებაა“, - ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფომ ამ პროექტს უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა და კიდევ ერთი შანსი, რომ გადავადდეს ის, ავნებს სახელმწიფო ინტერესებს. „დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება და „ანაკლის განვითარების კონსორციუმთან“ შეწყდა არსებული ხელშეკრულება, ეს გადაწყვეტილება ლოგიკურია, გამომდინარე იქიდან რომ 2017 წლიდან უპრეცედენტო იურიდიულ, ფინანსურ თუ პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროექტში ჩართულ ინვესტორს. პროექტი არაერთხელ გადავადდა და იმ პირობების თანახმად, რა პირობებითაც მოხდა ამ პროექტის ტენდერზე გამოტანა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა ჩვენ 2020 წელს უკვე, ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა, დასაქმებული ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ, ტვირთები უნდა ყოფილიყო ამ პორტში გადამუშავებული, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, იმის გამო რომ ეს არის სრულად ინვესტორის პასუხისმგებლობა, რადგან ვერ დამისახელებთ სხვა პროექტს, რომელსაც სახელმწიფომ გამოუცხადა ასეთი მაღალი მხარდამჭერა. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება არის სწორი, რადგან ანაკლია არის ჩვენი პრიორიტეტული და სტრატეგიული პროექტი და ჩვენ აუცილებლობას ვხედავთ, რომ ეს პროექტი გაგრძელდეს, ოღონდ არა აღნიშნულ ინვესტორთნა ერთად. მეტი შანსი, გადავადება და დაყოვნება ამ პროექტისა არის შეუძლებელი და ავნებს ჩვენ სახელმწიფო ინტერესებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)