20:28 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-09 10:52:17, 1283 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო

„ჩვენ უნდა მოგვეგვარებინა წყალმომარაგების პრობლემა გუდაურსა და ბაკურიანში, ეს არ უნდა მომხდარიყო“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობას მეტი პრევენციული მუშაობა მართებდა წყალმომარაგების  მიმართულებით.

„სამწუხაროდ, წლის დასაწყისში გარკვეული გართულებები გვქონდა ზამთრის კურორტებზე. მოგეხსენებათ, წყალმომარაგების თვალსაზრისით როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში პრობლემები იყო. აქ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა. ეს არ უნდა მომხდარიყო მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ზუსტად ვიცით, გამომწვევი მიზეზები იყო როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური. თუმცა ის ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ახორციელებს ტურისტების მოსაზიდად, არის უაღრესად გასაფრთხილებელი. სწორედ ამიტომ უფრო მეტი პრევენციული მუშაობა გვმართებდა. შესაბამისად, დღეს ზუსტად ვიცით გამომწვევი მიზეზები. გვესმის, რომ პრობლემა არის სისტემური და გვესმის, რომ შესაბამისი დასკვნებია გასაკეთებელი, რომელიც უკვე გაკეთდა და ჩვენ 2020 წელი უნდა დავუთმოთ იმას, რომ მომავალ წელს მსგავსი პრობლემა აღარ განმეორდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics