17:14 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-06 15:34:36, 1394 ნახვა

კომენტარი
დავით ბერძენიშვილი პრეზიდენტს: კონსტიტუცია წაიკითხე, შე კრეტინო!

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის არშეწყალებას „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, დავით ბერძენიშვილი გამოეხმაურა.

მან სალომე ზურაბიშვილი მიღებული გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა და „უვიცი“ უწოდა.

„პრეზიდენტად დანიშნული სამარცხვინო ადამიანი.

ბიძინას და ილია მეორის ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ დაავადებული დეკანოზი მამალაძე დაეტოვებინათ საპატიმროში, ახლა გაახმოვანა მათმა ერთობლივმა ქვეშევრდომმა.

სახელმწიფო და ეკლესია განუყოფელიაო, ამ უვიცმა. კონსტიტუცია წაიკითხე, შე კრეტინო!“, - წერს დავით ბერძენიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ სულ 5 პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულებს შორის გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა. როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვერ მონახა არგუმენტი, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე. მანვე აღნიშნა, რომ "ასეთი მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ გაიგებდა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics