17:14 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-06 15:35:13, 1244 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: პრეზიდენტის აქცენტები შეწყალების პრინციპებთან დაკავშირებით იყო სწორი და სახელმწიფოებრივი

„პრეზიდენტის აქცენტები შეწყალების პრინციპებთან დაკავშირებით იყო სწორი და სახელმწიფოებრივი“,  - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების საკითხი.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ნამდვილად დამოუკიდებლად მიიღო.

„ქალბატონმა პრეზიდენტმა გააკეთა სწორი და სახელმწიფოებრივი  აქცენტები. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არის მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. კონსტიტუციით და კანონმდებლობით პრეზიდენტს აქვს დისკრეცია რომ თავად მიიღოს შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, ბევრი საქმე იყო განხილული. მე არ ვიცნობ პერსონალურად იმ საქმეებს და იმ ადამიანების საქმეებს, ვინც მიმართეს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტის აქცენტები შეწყალების პრინციპებთან დაკავშირებით იყო სწორი და სახელმწიფოებრივი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულების საშობაო შეწყალების აქტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა 5 პატიმარი შეიწყალა. აღსანიშნავია, რომ შეწყალებულთა სიაში ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე არ მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics