|
2019-12-28 12:19:03, 4437 ნახვა
რეგიონი
მაღალმთიან აჭარაში ისტორიული პროექტი განხორციელდა - წელს პირველად კურორტ „გოდერძიზე“ გაზი აინთება
სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი,წელს პირველად, ბუნებრივ გაზს ახლადაშენებული მაგისტრალური გაზსადენის საშუალებით მიიღებს. მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში, "ადიგენი-გოდერძის" მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა აჭარის მთავრობამ და ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, ერთობლივად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,აჭარის მაღალმთიანი რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის განვითარებისთვის, ასევე სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მიზნით განახორციელა. ადიგენი-გოდერძის" 36 კილომეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა 8 თვეში დასრულდა. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დაახლოებით 11,5 მლნ ლარით დაფინანსდა. ახლადაშენებულ გაზსადენს, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, უკვე მოქმედ სამხრეთ მიმართულების გაზმომარაგების ქსელთან მიერთებით, მიეცემა „აღმოსავლეთ-დასავლეთის" მიმართულების გაზმომარაგების წრედის შემკვრელის ფუნქცია და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების მაგისტრალურ გაზსადენზე შესაძლო შეფერხების შემთხვევაში, აჭარის რეგიონის ალტერნატიული გაზმომარაგების წყაროდ იქნება გამოყენებული. კურორტის გაზიფიცირების პროექტის სამუშაოებში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია იყო ჩართული. გაზიფიცირების პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ჯი-პი-სიმ" და "აჭარ ინვესტი 2009" -მ განახორციელა. გაზსადენის სამშენებლო სამუშაოებზე 120 ადამიანი იყო დასაქმებული. ამ დროისთვის, პრალალელურად, აჭარის გაზიფიცირების ისტორიული პროექტი, მაღალმთიანი აჭარის სრულად გაზიფიცირებისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის ინიციატივით გაზიფიცირების მიმდინარე პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა პირველი ეტაპი, რომლითაც სალიბაურიდან-ხიჭაურამდე 63 კმ მონაკვეთზე გაზსადენის მილების მონტაჟი განხორციელდა. ამ დროისთვის დასკვნით ეტაპზეა მეორე ეტაპის სამუშაოები, რაც შუახევიდან-გოდერძიმდე 56 კმ გაზსადენის მილების მოწყობას ითვალისწინებს. მეორე ეტაპზე 15 200 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. ამ დროისთვის სამუშაოები 22 კმ-ზე უკვე დასრულებულია. სამუშაოებში 180 ადამიანია დასაქმებული.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)