|
2015-07-26 10:31:21, 896 ნახვა
სამართალი
შსს-მ ინტერპოლით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა
საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სარფის სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტში ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1944 წელს დაბადებული რეჯეპ ადნან სირინი დააკავეს. აღნიშნული პიროვნება ჰააგას ინტერპოლის მიერ 20.05.2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე იძებნება. უწყების ინფორმაციით, რეჯეპ ადნან სირინი დამნაშავედ არის ცნობილი ნიდერლანდების სამეფოს ოპიუმის შესახებ კანონოს მე-2 და მე-10 მუხლებითა და იარაღის შესახებ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო ტრეფიკინგსა და იარაღის უკანონო ფლობას. შსს-ს თანამშრომლებმა დაკავებული აჭარა-გურიის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლეს და ამჟამად მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)