|
2019-12-26 10:40:15, 1730 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებაში ვხედავთ საქართველოს მხარდაჭერას
მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს. ამ განცხადებაში არის საქართველოს მიმართ მხარდაჭერა, ასევე, ძალიან კონკრეტული წინადადებები, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ი გააგრძელებს საქართველოსთან მუშაობას კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება შეაფასა. მისი თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება, რომელიც კეთდება კონგრესმენებისა თუ ევროპარლამენტარების მხრიდან, მიღებულია როგორც მეგობრების პოზიცია. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ამ შემთხვევაში უკვე არსებობს დამატებითი კომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან. „თუ უნდა გავაკეთო შეფასება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დამოკიდებულებასა და მის ხედვაზე საქართველოში დღეს არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ვიხელმძღვანელებდი, პირველ რიგში, ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და სადაც ვხედავთ მხარდაჭერას საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. თუ ვართ ის პოლიტიკოსები, ვისაც გვაინტერესებს საქართველო და ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მაშინ, ამ გადმოსახედიდან უნდა ვიმსჯელოთ და გულწრფელად გითხრათ, ჩემთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს. ამ განცხადებაში არის საქართველოს მიმართ მხარდაჭერა, აქ არის ასევე ძალიან კონკრეტული წინადადებები, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან მუშაობას კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად. ეს არის სწორედ ის, რაც მომავალში გვაქვს ჩვენ გასაკეთებელი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, საზოგადოებას ახსოვს ბევრად მკაცრი კრიტიკა საქართველოს მიმართ წინა ადმინისტრაციის პირობებში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, ეს ნიშნავს, რომ სამუშაო არ არის დასრულებული. „ეს სამუშაო გრძელდება. მსოფლიოში არსად არსებობს სრულყოფილი პროკურატურა, სასამართლო სისტემა, სრულყოფილი ინსტიტუტები. ყველგან არის გაუმჯობესების რესურსი და ეს რესურსი არის საქართველოშიც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)