|
2019-12-24 14:56:46, 16012 ნახვა
High - Tech
ასეთი იქნება GALAXY NOTE 10 Lite
იმის მიუხედავად, რომ 2020 წელი ჯერ არ დამდგარა, კომპანია "სამსუნგი" დიდ და ინოვაციურ სიახლეებს უკვე გეგმავს. როგორც აღმოჩნდა, Note 10 და Note 10 + არც ისე მაღალი გაყდვების მაჩვენებლით გამოირჩევიან და კომპანიამ 2019 წლის ფლაგმანის "შემსუბუქებული" ვერსიის გამოშვება გადაწყვიტა. Galaxy Note 10 Lite იანვარში გამოვა, მისი ფასი 600 ევრო იქნება, მაგრამ მონაცემები ერთგვარ შემსუბუქებას დაექვემდებარებიან. ახალ სმარტფონს 6.7 ინჩიანი დიაგონალის Super Amoled ეკრანი , 4800მილიამპერიანი ბატარეა და სავარაუდოდ პლასტმასის კორპუსი ექნება. ახალი Note, Exynos 9810 ბაზაზე იმუშავებს, მას 6 გიგაბაიტი ოპერატიული და 128 შიდა მეხსიერება ექნება. უცნაურ კოლაბსში აღმოჩნდება კამერების მოდული, რომელიც სხვათაშორის კვადრატული ფორმის იქნება. სმარტფონს ერთი "სელფის" 32მეგაპიქსელიანი და 3 ძირითადი-12 მპ (f/1.7)სტანდარტული + 12 მპ ულტრაგანიერი (f/2.2) + 5 მპ სიღრმის სენსორი ექნება. ტელეზუმი-ე.წ საპორტრეტო ლინზა კი ტელეფონის ბიუჯეტურობას ემსხვერპლა. მოკლედ რომ შევაჯამოთ, Note 10 Lite იქნება იგივე A სერიის სმარტფონი, რომელსაც სტილუსი მოჰყვება და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, გჭირდებათ ეს "ჯადოსნური ჯოხი" თუ არა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)