14:50 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 20:54:20, 587 ნახვა

საზოგადოება
მერია სტიქიით დაზარალებულ ოჯახებთან მოლაპარაკებებით მიღწეული შედეგების ანგარიშს აქვეყნებს

დედაქალაქის მერია სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის მოზიდული სახსრების განკარგვის პროცესში დაზარალებულთათვის გაკეთებული შეთავაზებებისა და გაწეული დახმარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 
 
მომხდარი სტიქიის შედეგად მდინარე ვერეს ხეობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ განსაზღვრა ის არეალი, რომელშიც მოხვედრილ მოსახლეობას აღნიშნული წესი შეეხო. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან საწყის ეტაპზე შეთავაზება გაუკეთდა სვანიძის ქუჩისა და წყნეთის ხევში აღნიშნულ არეალში მოხვედრილ 39-ვე ოჯახს.  

მერიის ინფორმაციით, მოცემულ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია 16 ოჯახთან, ჯამში 79 ადამიანთან, რომლებსაც მათთვის გახსნილ საგარანტიო ანგარიშებზე ჩაერიცხებათ 2 537 775 ლარი. 6 ოჯახზე თანხების  გადარიცხვა უკვე განხორციელდა და უახლოეს დღეებში საკომპენსაციო თანხას კიდევ 10 ოჯახი მიიღებს. დანარჩენ  ოჯახებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი. 

შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურების წესი ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს ითვალისწინებს. დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ, თუ რომელი შეთავაზებით სურთ ისარგებლონ. პირველი ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს საწყის ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის საბაზრო ღირებულების ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების (განსაკუთრებული რისკის მატარებელ) ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის, რაც გულისხმობს იმ სხვაობის გადახდას, რომელიც არსებობს ოჯახის საკუთრებაში ადრე არსებულ ქონებასა და მერიის მხრიდან პირველს ეტაპზე ოჯახისთვის გაცემულ თანხას შორის. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ოჯახისთვის მერიის მხრიდან პირველ ეტაპზე გაცემული თანხა აღემატება ოჯახის პირველადი ქონების სანბაზრო ღირებულებას, დაზარალებულ ოჯახს რჩება მეტობით მიღებული თანხა. ზარალის ანაზღაურების წესის მეორე ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს შეუძლია, პირდაპირ მიმართოს მუნიციპალიტეტს და თბილისის მერია მის უძრავ ქონებას საბაზრო ღირებულებით დაუყოვნებლივ გამოისყიდის. 

გარდა ამისა, დაზარალებული ოჯახები მიიღებენ საკომპენსაციო თანხას ავეჯისა და ტექნიკის შესაძენად, რომელიც 8 000 ლარიდან 10 500 ლარამდე მერყეობს  და განისაზღვრება სულადობის მიხედვით. კერძოდ, 1-2 წევრიანი ოჯახი 8 000 ლარს, 3-4 წევრიანი ოჯახი 8 700-ს, 5-6 წევრიანი ოჯახი 9400-ს, 7 და მეტ წევრიანი ოჯახი 10 500 ლარს მიიღებს.   

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics