01:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-21 10:40:43, 3120 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: ჩვენი მიზანია, შევუქმნათ ადამიანებს ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ევროპულ სივრცეში

„მომავალი წლის სამოქმედო გეგმას ერთი რომელიმე პრიორიტეტის გამოყოფით თუ განვსაზღვრავთ, რა თქმა უნდა, ეს იქნება პროაქტიული დასაქმების პოლიტიკა, იმ მიზნით, რომ მეტი ადამიანი დასაქმდეს და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას," - ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. 

მინისტრის თქმით, 2018 წელს პირველად გადააჭარბა დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვმა თვითდასაქმებულთა მაჩვენებელს, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ დონეზე დაფიქსირდა.

„ყველა საინვესტიციო პროექტში მთავარ აქცენტს ვაკეთებთ დასაქმების ვალდებულებებზე. ყველა პროექტის წარმატებას ახალი სამუშაო ადგილების მაჩვენებლით ვსაზღვრავთ. განათლების სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ პროფესიული განათლების განვითარებას, რაც ბევრი მზარდი ინდუსტრიის წინაშე მდგარ გამოწვევას პასუხობს, მათ შორისაა, ტექსტილი, ენერგეტიკა, სამშენებლო სექტორი და მედიცინა და სხვ.

ჩვენი სტრატეგიული მიზანია, შევუქმნათ ადამიანებს ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ერთიან ევროპულ სივრცეში, რათა ისინი დაეუფლონ ყველა სიკეთეს, რაც ევროინტეგრაციის პროცესს მოაქვს, იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობა, ევროკავშირის ქვეყნებში განათლების მიღება თუ ღირსეული დასაქმება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics