20:27 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 17:33:42, 2456 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი: საერთაშორისო პრობლემაა, როდესაც ევროპაში გვაქვს ტერიტორია, სადაც ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა

„მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის პრობლემა, როდესაც ევროპაში გვაქვს ტერიტორია სადაც არავის მიუწვდება ხელი, ვერავინ შედის და ამ ტერიტორიაზე ხდება ადამიანის უფლებების  უხეში დარღვევა“,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ყველანაირი ბერკეტი გამოიყენა.

„სახელმწიფომ ძირითადად გამოიყენა არაოფიციალური კონტაქტები და ასევე გარკვეული დიალოგის ფორმატები, მათ შორის რუსეთის ხელისუფლებასთანაც. ინფორმიერება მოახდინა საერთაშორისო საზოგადოების, თუმცა მე ვფიქრობ, რომ არსებობს ასევე სხვა მექანიზმებიც, საერთაშორისო მექანიზმებიც, რაც უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ, არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ ზოგადად ცხინვალის ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მე, როგორც სახალხო დამცველი, ვაპირებ მივმართო საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოვიპოვო უფრო მეტი ინფორმაცია, თუ დამატებით რა მექანიზმების გამოყენება შეიძლება, იმიტომ, რომ რეალურად ეს პრობლემა არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის პრობლემა, როდესაც ჩვენ, ევროპაში გვაქვს ტერიტორია სადაც არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, არავის მიუწვდება ხელი, ვერავინ შედის ამ ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიაზე ხდება ადამიანის უფლებების ძალიან უხეში დარღვევა“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, ოკუპანტების მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics