18:35 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 13:32:10, 1619 ნახვა

პოლიტიკა
ჩხენკელი: ჩვენი შვილების ინტერესებიდან გამომდინარე, ცოდნა და გამოცდილება განათლების სისტემის გაუმჯობესებისკენ უნდა მივმართოთ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენა მიმდინარეობს.

მინისტრმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ლუკა სირაძის ოჯახს და აღნიშნა, რომ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ, რათა მოსწავლეებს სტრესის გადალახვაში დაეხმარონ.

„უპირველეს ყოვლისა კიდევ ერთხელ გამოვთქვამ  ღრმა მწუხარებას 15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თანაკლასელებს, მთელს ჩვენს საზოგადოებას. სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები მუშაობენ “მწვანე სკოლის”, მე-100 და 169-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, რათა დაეხმარონ მათ ამ უდიდესი სტრესის გადალახვაში.

სამინისტროში მუშაობს ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი, სამუშაო საათებში მუშაობს ასევე ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი და მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი.

რაც არ უნდა რთული იყოს დღეს ნებისმიერ სხვა საკითხზე მსჯელობა, სწორედ ჩვენი შვილების ინტერესები მოითხოვს, რომ მთელი ჩვენი ცოდნა და გამოცდილება მივმართოთ განათლების სისტემის გაუმჯობესებისკენ.“-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics