22:13 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 19:31:05, 1822 ნახვა

კომენტარი
„პოლიტიკური სვავები უბედურების ფაქტზე არიან წასეულები“ - ვოლსკი ოპოზიციას სპეკულაციებში ადანაშაულებს

„ეს არის სწორედ იმ პოლიტიკური სვავების პოლიტიკა, რომლებიც ამ უბედურების ფაქტზე არიან წასეულები“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი 15 წლის მოზარდის თვითმკველელობის ფაქტს და ოპოზიციას სპეკულაციებში ადანაშაულებს.

მისი თქმით, არსებული პრობლემა ბევრად უფრო სერიოზულია და სისტემა, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს დიდი ხნის წინ დაინგრა.

„რასაკვირველია, ეს კიდევ ერთხელ უნდა მოვიკითხოთ, ვინ დაუშვა ის, რომ იმ პერიოდში ბრალდებული პოლიციელი კვლავ იყო ოფისში. მაგრამ, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, ამ პოლიციელის დანაშაულების ხარისხზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ეს არის სწორედ იმ პოლიტიკური სვავების პოლიტიკა, რომელიც აი ამ უბედურების ფაქტზე არიან წასეულები. სიღრმისეულად რომ გავაანალიზოთ, გაცილებით უფრო სერიოზულია პრობლემა და ვფიქრობ, რომ სისტემა, რომელზეც ისინი საუბრობენ, დიდი ხანია დაინგრა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics