23:52 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 18:35:11, 1585 ნახვა

სამართალი
გამომძიებლის ადვოკატი - სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას ბავშვების პირადი მიმოწერის ამსახველი „სქრინშოტები“ გადასცა

დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი არჩილ შაბაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საქმესთან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხიც იქნას შესწავლილი.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, სკოლის ადმინისტრაციამ გამოძახებაზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს ვიდეო კამერების ჩანაწერები და სოციალურ ქსელში მოსწავლეების პირადი მიმოწერის ამსახველი ე.წ. „სქრინშოტები“ გადასცა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამორიცხავს მონაწილეობას ამ ქმედებაში, ვინაიდან მისთვის  ბრალი არც წარუდგენიათ და თვლის რომ ამ საქმეში უდანაშაულოა. ასევე ამ საქმეში მნიშვნელოვანია გაირკვეს სკოლის წილიც. მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები ადგილზე, სკოლის ადმინისტრაციამ დაახვედრა უკვე ამოღებული ვიდეოკამერები, ბავშვების ინფორმაცია თუ ვინ შეიძლებოდა და ვინ იყო ამ კადრებზე აღბეჭდილი და ასევე დაახვედრა ბავშვებისგან მოპოვებული სქრინშოტები, ფეისბუქის სქრინშოტებზეა საუბარი, ანუ ბავშვების პირადი მიმოწერა“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, საქმე ეხება სკოლის კედელზე გაკეთებულ წარწერას - „ამ ცხოვრების დედაც“, რომლის გამოც, ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით ვერ მოახერხეს იმ მოზარდის იდენტიფიცირება, რომელმაც წარწერა გააკეთა, შესაბამისად, მათ არასრულწლოვნები გამოკითხვაზე დაიბარეს. სწორედ გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics