|
2015-01-25 15:35:14, 5035 ნახვა
კომენტარი
გიორგი მღებრიშვილი: ხელისუფლების ღირსების საქმეა, რომ დამნაშავეები მკაცრად დაისაჯონ
„ეს არის ცინიზმით სავსე აქტი“, – ასე აფასებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეს. მისივე განცხადებით, ხელისუფლების ღირსების საქმეა, რომ იური ვაზაგაშვილის საქმეში ბრალდებული ყველა პირი უმკაცრესად დაისაჯოს. „ეს არის ცინიზმით სავსე აქტი, რომელიც სამართალდამცავებმა აუცილებლად უნდა გამოიძიონ. ჩვენი ხელისუფლების ღირსების საქმეა, რომ მკაცრად იყვნენ დასჯილნი ის პირები, ვინც ამაში მონაწილეობას იღებდნენ“, – აღნიშნა მღებრიშვილმა. შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის ააფეთქეს. იური ვაზაგაშვილი, სოფელ ყარაფილაში დღეს, შვილის გვერდით დაკრძალეს. დაკრძალვის პროცესს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)