|
2015-07-24 12:39:35, 705 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკი“ მომხმარებელს შემნახველ ბარათს სთავაზობს
„ვითიბი ბანკი“ მომხმარებელს შემნახველ ბარათს სთავაზობს. "ვითიბი ბანკის" ახალი შემნახველი ბარათი თანხის მარტივად დაგროვებისა და დანაზოგის თავისუფლად განკარგვის საუკეთესო საშუალებაა. შემნახველ ბარათს აქვს ორი ძირითადი თვისება, ერთის მხრივ, ეს არის ანაბარი, რომელზე განთავსებულ თანხასაც ერიცხება მაღალი საპროცენტო სარგებელი და მეორეს მხრივ – ბარათი, რომელიც იძლევა დაგროვილი თანხის განკარგვის საშუალებას. შემნახველ ბარათზე თანხა შეიძლება ერთდროულად განთავსდეს ლარში, აშშ დოლარსა და ევროში. დანაზოგის განაღდება შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ბანკის ბანკომატსა და ფილიალში. განაღდებით გამოწვეული თანხის შემცირების მიუხედავად, დასარიცხი სარგებლის საპროცენტო განაკვეთი არ იცვლება. შემნახველ ბარათზე თანხის პირველი მინიმალური შენატანი შეადგენს 100 ერთეულს ნებისმიერ ვალუტაში. დამატებითი შენატანების განხორციელება დაშვებულია ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მოცულობით. სარგებლის დარიცხვა ხდება თვეში ერთხელ, ყოველი დღის ბოლოს არსებული ნაშთის მიხედვით. წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს ლარში 5%, დოლარში - 3%, ხოლო ევროში 2%-ს. შემნახველი ბარათის აღება შესაძლებელია ვითიბი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)