03:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-16 13:23:15, 1747 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკის მიმართ ნდობა იზრდება

„როცა საქართველოსნაირ მცირე ქვეყანაზე ვსაუბრობთ, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა წლიდან წლამდე ბევრად არის დამოკიდებული ამა თუ იმ მსხვილი საინვესტიციო პროექტის დაწყება-დასრულების ვადებზე, ყველაზე სწორი და გამართლებული იქნება, ეს მაჩვენებელი განვიხილოთ საშუალოვადიან ჭრილში", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრმა ეს ინიციატივა დღეს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით,  ბოლო შვიდი წლის მანძილზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო წლიური მაჩვენებელი 35%-ით არის გაზრდილი წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რეგიონის სხვა ქვეყნებთან და მთელი რიგი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით სამჯერ უფრო მაღალია FDI-ს წილი მთლიან შიდა პროდუქტში. ძალიან დამაიმედებელია ბოლოდროინდელი სტატისტიკა - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მე-3 კვარტლის შედეგები, რომელმაც ცხადყო, რომ FDI საქართველოში ორნიშნა რიცხვით ხასიათდება და რაც მთავარია, პრაქტიკულად, გაორმაგებულია რეინვესტირებული მოგების მოცულობა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, მის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - ინვესტორების მხრიდან იზრდება ნდობა საქართველოს ეკონომიკის მიმართ.

„თუმცა ეს არ გვაძლევს თვითკმაყოფილების საფუძველს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 2020 წელს ეს ტენდენციები გაძლიერდეს", - განაცხადა თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics