2019-12-15 22:30:51, 1891 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილე - ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა
პოლიციის განყოფილებაში მოზარდის მიმართ შესაძლო ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, მინისტრის მოადგილემნინო ცაციაშვილმა განმარტა, რომ მოზარდზე პოლიციის განყოფილებაში ზეწოლა არ განხორციელებულა.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა, თუმცა იმ კითხვებს, რაც დღეს არსებობს საზოგადოებაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი ექნება გაცემული.
ამასთან, როგორც აღვნიშნე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მოთხოვნილი მასალა ჩვენს მიერ უკვე მიეწოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს,“ -განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან