03:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-14 14:01:17, 2595 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძე - ინვესტიციების დაცვის შეთანხმება იაპონიიდან მაღალტექნოლოგიურ სექტორებში მეტი ინვესტიციის შემოსვლის შესაძლებლობას შექმნის

საქართველოსა და იაპონიას შორის ხელი მოეწერა ოქმს მოლაპარაკების დასრულების შესახებ ინვესტიციების დაცვის, ხელშეწყობისა და ლიბერალიზაციის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 1,5-წლიანი მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემდეგ გაიმართა. საქართველოს მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. მომდევნო ეტაპია შიდა სამართლებრივი პროცედურების გამართვა და შეთანხმების ოფიციალური გაფორმება.

„ინვესტიციების დაცვის, ხელშეწყობისა და ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმების გაფორმება კარგი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის იაპონიიდან, რომლებიც განიხილავენ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას ბიზნესის კეთების მიზნით და მისი გეოსტრატეგიული მდებარეობის გამოყენებას რეგიონის სხვა ბაზრებზე გასასვლელად. შეთანხმება იაპონიიდან მაღალტექნოლოგიურ სექტორებში მეტი ინვესტიციის შემოსვლის შესაძლებლობას შექმნის. აღნიშნული დოკუმენტის სრულფასოვანი ამოქმედება გაამყარებს ჩვენს, როგორც რეგიონული ჰაბის, პოზიციას. ამასთან, ხელშეკრულება ქართულ ბიზნესსაც გაუადვილებს იაპონიის ბაზარზე შესვლას და ინვესტირებას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის პროგნოზით, საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების დაცვის, ხელშეწყობისა და ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა 2020 წლის პირველ ნახევარში იქნება შესაძლებელი.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics