02:13 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-13 16:00:13, 1179 ნახვა

საზოგადოება
გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციოდ განვითარებისთვის საჯარო შეხვედრა გაიმართება

ევროპის საბჭოს და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის „საჯარო სივრცეების პროექტირებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება“ ფარგლებში, პირველი შეხვედრა გაიმართება. საჯარო კონსულტაციაზე საუბარი შეეხება გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციო სივრცედ განვითარების პერსპექტივებს.

შეხვედრას, რომელიც შაბათს, 14 დეკემბერს, 10:00 საათზე, გლდანის პროფესიული განვითარების კოლეჯში ჩატარდება, ერთობლივად გაუძღვებიან დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, სამოქალაქო პლატფორმის წევრები და ევროპის საბჭოს ექსპერტები.

საჯარო კონსულტაციას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარები დაესწრებიან. ასევე, მასზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.

პროექტი „საჯარო სივრცეების პროექტირებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება“ ითვალისწინებს ახალი სარეკრეაციო სივრცეების განვითარებას და ამ პროცესში მოქალაქეთა ფართო ჩართულობის უზრუნველყოფას. სწორედ ამ მიზნით, დაფუძნდა სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმა, რომელშიც დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებთან ერთად,  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics