14:58 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 17:55:18, 486 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს და ლიტვის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ლიტველ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა  დალია გრიბაუსკაიტეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწაფების ურყევი მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში დაგეგმილ დისკუსიაზე "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება" მიიწვია. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ლიტვის პრეზიდენტს მიწვევისათვის და დაადასტურა, რომ იგი მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ დისკუსიაში. საქართველოს პრეზიდენმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ეს თემა პრიორიტეტულია და მან 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა.

თავის მხრივ, ქვეყნის პირველმა პირმა ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე საქართველოში ნოემბერში დაგეგმილ გენდერული საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics