01:39 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-11 19:03:41, 1613 ნახვა

კომენტარი
ბოკერია: დილიდან მოვახდენთ პარლამენტის პიკეტირებას - ან ისევ პოლიციელები უნდა მოიყვანონ, ან ღამე გაათენონ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ხვალ დილიდან პარლამენტის პიკეტირება ისევ იგეგმება.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, თუ უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტში შესვლა სურთ, ასეულობით პოლიციელის გამოყვანა ან ღამის გათენება მოუწევთ.

„დილიდან გვექნება პიკეტირება პარლამენტის. იცით, რომ მოსამართლეების არჩევას აპირებენ და ნიკა მელიას საკითხიც დღის წესრიგშია. ნიკა მელია დარჩება პოლიტიკურ ლიდერად, რას დააკლებენ ამით? კიდევ ერთ სამარცხვინო ფურცელს ჩაიწერენ მათი მხრიდან დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების ჩამონათვალში. სანამ ამ სამარცხვინო კლოუნების ლიდერი ივანიშვილი არ გადათქვამს იმ შეურაცხყოფას და არ წაიღებს უკან, რაც საზოგადოებას მიაყენა, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ექნებათ. ხვალაც უნდა მოიყვანონ ასეულობით პოლიციელი ან გაათენონ ღამე, აირჩიონ თვითონ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics