15:58 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-11 15:42:58, 1613 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: პრეზიდენტს მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც ჯარზე საუბრობს

„პრეზიდენტს ალბათ უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მით უმეტეს, ის გახლავთ მთავარსარდალი“,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ჯარი არ ჰყავს და არც ეყოლება.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს ჯარიც ჰყავს და ღირსეული ჯარისკაცებიც, რომლებიც ქვეყნის ერთიანობისთვის ყველაფერს აკეთებენ.

"პრეზიდენტს ალბათ უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე. მით უმეტეს, ის გახლავთ მთავარსარდალი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ჯარი, გვყავს ღირსეული ჯარისკაცები, გვყავს გმირები, ადამიანები, რომლებიც მართლაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ერთიანი. თვითონ კონტექსტს რაც შეეხება, ცოტა განსხვავებული კონტექსტი იყო შინაარსობრივად რომ შევხედოთ, მის განცხადებას. ასე რომ, ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციამაც გააკეთა განმარტება.“ - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაზე სალომე ზურაბიშვილმა  თქვა: "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics