|
2015-07-23 16:04:31, 1440 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: მნიშვნელოვანია, არსებობდეს ის მინიმალური სტანდარტი, რასაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა აკმაყოფილებდეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს ის მინიმალური სტანდარტები, რასაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა აკმაყოფილებდეს. როგორც კვირკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კუთხით გარკვეული რეგულაციების დანერგვაა საჭირო, რათა ქვეყანაში მინიმალური უსაფრთხოების დონე უზრუნველყოფილი იყოს. "ზოგადად, საჯარო ტრანსპორტი არის რეგულირების სფერო ყველა ქვეყანაში.ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში გადაზიდვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მათ შორის ტურიზმის განვითარებისთვისაც, არსებობდეს ის მინიმალური სტანდარტები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, გარკვეული რეგულაციების დანერგვა საჭიროა. არ უნდა მივიჩნიოთ, რომ ეს არის რაიმე კუთხით ბიზნესგარემოს დამძიმება, ეს არის ქვეყანაში მინიმალური უსაფრთხოების დონის უზრუნველყოფა, რათა განვითარდეს ტურიზმი და უსაფრთხო იყოს სამოქალაქო ტრანსპორტი",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, საუბარია ტრანსპორტთან დაკავშირებით ახალი პროექტის მიღებაზე, რომელიც გარკვეული რეგულაციების შემოღებასა და ლიცენზიებს ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)