|
2019-12-10 12:53:13, 1080 ნახვა
საზოგადოება
ახალი ავტობუსები დამატებით 8 მარშრუტზე იმოძრავებენ
„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები მგზავრებს დღეიდან დამატებით 8 მარშრუტზე მოემსახურება. ახალი ავტობუსები შემდეგ მიმართულებებზე იმოძრავებენ: N13 - მეტროსადგური „დელისი“ - უნივერსიტეტის ქუჩა; N36 - ლოტკინის დასახლება - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი; N48 - ჟღენტის ქუჩა - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი; N65 - დოლიძის ქუჩა - რკინიგზის სადგური; N68 – ცხრა ძმის ქუჩა - სადგურის მოედანი; N75 - ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონი - მეტროსადგური „სარაჯიშვილი“; N77 - ტუბდისპანსერი - სადგურის მოედანი; N110 - მახათას მთა - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი. 12 დეკემბერს კი, N25 მარშრუტზე ძველი ბოგდანის მარკის ავტობუსები ახალი, MAN-ის მარკის 10-მეტრიანი მწვანე ავტობუსებით ჩანაცვლდება. ახალი ავტობუსების ნაწილი უკვე გადანაწილდა 6 მარშრუტზე - N7, N12, N19, N57, N80, N122. გარდა ამისა, N37 სამარშრუტო ხაზზე (აეროპორტი - სადგურის მოედანი) MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები გავიდა. ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავი MAN-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსებით კი „ბოგდანის“ მარკის ძველი ავტობუსები N15 და N54 მარშრუტებზე ჩანაცვლდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მწარმოებლის მიერ თბილისისათვის მათი მოწოდება დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)