04:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-07 16:51:23, 2860 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა

ავიატორების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით, საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტებისა და ვერტოდრომების განვითარებაზე.

მინისტრის განცხადებით, დასასრულს უახლოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და ახალი ტერმინალის მშენებლობის სამუშაოები, რაც ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობას 4-ჯერ გაზრდის და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებელი გატარება იქნება შესაძლებელი.

ნათია თურნავას ინფორმაციით, გაფართოების პროცესი მიმდინარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომლის ტერმინალსაც 3300 კვ.მ. ახალი სივრცე დაემატება. „ამ პროექტს „ტავ ჯორჯია" ახორციელებს. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი და მის განხორციელებას ჩვენ ხელს ვუწყობთ. ბათუმი უკვე დიდი გამოწვევის წინაშე დადგა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს. მართალია, ეს სასიამოვნო გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ მას  პარტნიორ კომპანიასთან ერთად ღირსეულად უნდა შევხვდეთ," - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება კომპანია „საქაეროგენერაციის" პროექტებზე, რომლებიც მიმართულია როგორც ფრენების უსაფრთხოების, ასევე აეროპორტებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა, შიდა ფრენების სტიმულირებას შეეხებოდა. კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს მასშტაბით შეარჩია სამასამდე წერტილი, სადაც ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია ვერტმფრენების საფრენი მოედნების მოწყობა ტურისტული ფრენების, სანიტარული, სამაშველო და საავიაციო სამუშაოების წარმოების მიზნით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics