|
2019-12-07 11:04:47, 904 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნა და დანერგვა ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ (მგვ) შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო. „კანონპროექტის შემუშავების პროცესი იყო საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით, მოხდა ნარჩენების მართვის შესახებ კანონმდებლობის ევროდირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იცვლება საქართველოში ნარჩენების მართვის მიდგომები. ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტში გარკვეული კორექტირება შევა. თუმცა ჩვენ, მაქსიმალურად შევეცადეთ, გაგვეთვალისწინებინა ყველა დაინტერესებული მხარის - სახელმწიფოს, თვითმმართველობისა და ბიზნესის მოსაზრებები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვა შემდეგი სპეციფიკური ნარჩენების - შესაფუთი ნარჩენები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, გამოყენებული ზეთები, აკუმულატორები და ბატარეები, საბურავები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები - მართვას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემუშავებულია ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და ეროვნული სამოქმედო გეგმა. საკანონმდებლო პაკეტში არსებულ ტექნიკურ რეგლამენტებზე მუშაობა ევროკავშირის, USAID-ის, SIDA-ს დახმარებით, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით განხორციელდა. შემაჯამებელი განხილვის ორგანიზატორები კი USAID-ის და CENN–ის წარმომადგენლები იყვნენ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)