00:06 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-06 16:18:09, 1051 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო მსოფლიო კამპანიას შეუერთდა

დედაქალაქის მერია კვლავ შეუერთდა ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო 16-დღიან მსოფლიო კამპანიას. ამჯერად აქცია თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებსა და გაჩერებებზე გაიმართა, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, რომ ხმა აღიმაღლონ ძალადობის წინააღმდეგ, დაიცვან საკუთარი და სხვისი უფლებები.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და მერის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძემ.

„ჩვენ უკვე მეორე წელია ვუერთდებით ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიას. დავდივართ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვარიგებთ საინფორმაციო ბუკლეტებს, რათა მაქსიმალურად ავამაღლოთ ცნობიერება და მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ძალადობა არის დასჯადი. მინდა მივმართო ყველა ქალს: მნიშვნელოვანია, რომ მათ აუცილებლად აღიმაღლონ ხმა და ძალადობის შემთხვევაში, დაურეკონ პატრულს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და დაიცვან საკუთარი უფლებები“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ძალადობისგან დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა მერის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძემაც. მისი თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ძალადობა დასჯადია.

დღევანდელი აქცია თავისუფლების მოედანზე, ავტობუსების გაჩერებიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირზე მდებარე გაჩერებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაგრძელდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics