13:20 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-06 11:16:37, 1236 ნახვა

პოლიტიკა
ენძელა მაჭავარიანი: საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ გვაქვს - ვერც გერმანულ მოდელს მივიღებთ და ვერც ფრანგულს

„ქართული ოცნების“ წევრი ენძელა მაჭავარიანი აცხადებს, რომ გუნდს აღარ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და შესაბამისად, ვერც ერთ საარჩევნო ცვლილებას ვერ დაუჭერს მხარს.

მისივე თქმით, ის შერეულ საარჩევნო სისტემას უჭერს მხარს, თუმცა პროპორციულ სისტემას საზოგადოების პროტესტის გამო მიემხრო.

„ჩვენ აღარ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მივიღოთ ცვლილება. ვერ გერმანულ, ვერც ფრანგულ და ვერანაირ ახალ მოდელს ვერ მივიღებთ. უნდა შევეგუოთ იმას, რომ შერეული სისტემით უნდა ჩავატაროთ არჩევნები. ბიძინა ივანიშვილი არასდროს არ იმალება სხვის ზურგს უკან, ყოველთვის აცხადებს იმას, რასაც ფიქრობს

მე მხარს ვუჭერ შერეულ სისტემას, პროპორციულს იმიტომ დავუჭირე მხარი, რომ ეს იყო ხალხის მოთხოვნა და მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩატარება, არ მიმჩნია იყოს სწორი. სასურველია იყოს მაჟორიტარული და პროპორციული სისტემა“, - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics