13:20 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-05 13:12:17, 1500 ნახვა

პოლიტიკა
ჩიქოვანი: უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ახალგაზრდების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ

„ჩვენ ვხედავთ, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ცდილობენ ახალგაზრდების გამოყენებას საკუთარი ინტერესებისთვის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, თუ შეკრების თავისუფლება გასცდა საკანონმდებლო ჩარჩოს სამართალდამცველები გააკეთებენ ყველაფერს, რომ დაარეგულირონ ის.

„ჩვენს ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. თუ რომელიმე ეს უფლება ცდება საკანონმდებლო ჩარჩოს სამართალდამცველები გააკეთებენ ყველაფერს, რომ ეს მოქცეული იყოს სამართლებრივ ჩარჩოებში. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ცდილობენ ახალგაზრდების ჩარევას და ამ ემოციურ ფონზე საკუთარი ინტერესებისთვის მათ გამოყენებას, ეს არის ძალიან ცუდი," - განახადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics