|
2015-01-04 11:15:48, 5156 ნახვა
სამართალი
ძმების მკვლელობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1994 წელს დაბადებული გიორგი ხ, 1995 წელს დაბადებული ბესიკ ფ. და 1991 წელს დაბადებული მიხეილ ვ. მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მათივე ყოფილ თანამშრომლებს 1975 წელს დაბადებულ ალექსანდრე ა-ს და 1980 წელს დაბადებულ დენის ა-ს მათივე საკუთარ ბინაში ბლაგვი საგნით სხეულის დაზიანებები მიაყენეს და გაგუდეს. "შემდეგ გაიტაცეს ,,ჯეო ლიფტის", სადაც ალექსანდრე ა. მუშაობდა, ოფისის გასაღებები. ბრალდებულებმა მკვლელობის შემდეგ აღნიშნული ოფისი გაქურდეს. გაიტაცეს რკინის მონეტების სახით ფულადი თანხა 500 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ისინი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ფულადი თანხა და გასაღებები ნივმთტკიცებად ამოიღეს.დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს",-განმარტავენ შსს-ში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)