06:54 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-03 13:16:06, 975 ნახვა

ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: ეკონომიკური რეფორმები და მასტიმულირებელი ფისკალური პოლიტიკა გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა

„2019 წლის ოქტომბერში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა, რომელზე დაყრდნობითაც ხდება წინასწარი ეკონომიკური აქტივობის შეფასება, გაიზარდა 14%-თ, ხოლო ახალრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4232-ს შეადგენს. შედეგად, 2019 წლის ოქტომბერში, „საქსტატის შეფასებით, რეალური ეკონომიკური ზრდა 5.7 პროცენტია, ხოლო ათი თვის განმავლობაში საშუალო ზრდა 5.1 %-ს შეადგენს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ  „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული. „მნიშვნელოვანი რეალური ზრდა გვაქვს როგორც დამამუშავებელ მრეწველობაში, ისე მშენებლობაში და ასევე ეკონომიკის მომსახურების სფეროებში. უმჯობესდება საგარეო სექტორის მაჩვენებლები როგორც საქონლის, ისე მომსახურების მიმართულებით - საქონლით ექსპორტის ვაჭრობაში გვაქვს 4.5 5 %-იანი ზრდა, ხოლო ზაფხულში დაფიქსირებული შემცირების შემდეგ ტურიზმის ექსპორტი დაახლოებით 5 პროცენტით გაიზარდა" - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ეკატერინე მიქაბაძის ინფორმაციით, ასევე გაუმჯობესებულია ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, კერძოდ, გაიზარდა ფულადი გზავნილების მოცულობა, რომელიც, ამ ეტაპზე, საქართველოში, ეკონომიკის შიდა მოთხოვნის ზრდის საკმაოდ მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია. „ეკონომიკური რეფორმები, მასტიმულირებელი ფისკალური პოლიტიკა და კერძო სექტორის ხელშემწყობი ეფექტიანი ღონისძიებები გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს მოსალოდნელზე მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, რაც გააუმჯობესებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას" - აღნიშნა მიქაბაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics