12:23 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-30 15:57:16, 2801 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე: შეხვედრა დასრულდა უშედეგოდ - საპროტესტო აქციები გაგრძელდება

„საპროტესტო აქციები გაგრძელდება ზუსტად ისე, როგორც იყო. არაფერი დღეს არ გაგვიგია ისეთი, რაც შეანელებს საპროტესტო აქციებს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მმართველმა გუნდმა კატეგორიული უარი თქვა ოპოზიციის მიერ მომზადებული წინადადების განხილვაზე.

მანვე დასძინა, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება, რადგან არაფერი მოხდა დღეს ისეთი, რაც აქციებს შეანელებს.

„მმართველი გუნდი ამ შეხვედრაზე მოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ განიცდიდა განუწყვეტლივ პრესს საქართველოს მოქალაქეებისგან, ოპოზიციისგან და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან. მეორე, აბსოლუტურად არაფრისთვის არ იყვნენ მზად და არავითარი წინადადება ან იდეა არ ჰქონდათ. კატეგორიული უარი თქვეს იმ წინადადების განხილვაზე, რომელიც გუშინ მოამზადა ოპოიციამ. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა დასრულდა უშედეგოდ, თუ ამას სტრატეგიული პარტნიორები მოინდომებენ, ჩვენ მეორე რაუნდსაც დავესწრებით. არ მივცემთ, ე.წ „ქართულ ოცნებას“ იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიცია მზად არ არის საუბრისთვის.

საპროტესტო აქციები გაგრძელდება ზუსტად ისე, როგორც იყო. იმიტომ რომ არაფერი ჩვენ დღეს არ გაგვიგია ისეთი, რომელიც საპროტესტო აქციებს შეანელებს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics