|
2019-11-29 17:43:04, 1608 ნახვა
პოლიტიკა
„ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ ალიანსს ქმნიან - ვიდეო
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ ალიანსს ქმნიან - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ, ფიქრია ჩიხრაძემ და დავით უსუფაშვილმა ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც „ლელოს“ ლიდერმა აღნიშნა, მათ ალიანსს ექნება განსხვავებული ხედვა და პროგრამები, რომელიც ქვეყნის გამარჯვებაზე იქნება ორიენტირებული. „ჩვენ წარმოვადგენთ იმ ხედვას, კონსულტაციებს და პროგრამებს, რომელიც იქნება განსხვავებული. ეს იქნება სხვა გზა, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაზე ორიენტირებული. ეს იქნება ერთობლივი გუნდი. მე ჩემს თანაგუნდელებს განვიხილავ თანაბარუფლებიანებად, მეგობრებად და პარტნიორებად, სწორედ ასე დგება ნამდვილი გუნდი. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს რიგგარეშე არჩევნები. ეს არის პირველი ნაბიჯი იმისა, რომ ვიყოთ მზად ნებისმიერი არჩევნებისთვის. იქნება ეს პროპორციული, გერმანული მოდელი თუ სხვა. მთავარია ვიყოთ გამარჯვებაზე ორიენტირებულები“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც – დააკავეს კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)