13:28 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 14:49:25, 522 ნახვა

პოლიტიკა
სოსო ჯაჭვლიანი: „იბიარდზე“ ვერასოდეს ვერ ვიქნები-მე ერთგული მეუღლე ვარ

„ბოზებში არასოდეს დავდიოდი, ყველასთან „ნამუშევარი“ ვარ 10 მანეთის გარეშე“,-ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოსო  ჯაჭვლიანმა პარლამენტის პლენარულ  სხდომაზე  განაცხადა. 

ჯაჭვლიანმა უმრავლესობის წევრებს განუცხადა, რომ  მათი „ნაიბიარდები“ ქვეყანას ძალიან კარგად ეტყობა. 

მისივე თქმით, ის არასოდეს არ წავა „იბიარდზე“ რადგან ერთგული მეუღლეა. 

„მოგახსენებათ იმასთან დაკავშირებით თუ რიგორ გვენატრება რუსეთი. კაკო ბობოხიძემ ბრძანა, რომ ჩვენ გვენატრება 37 მანეთიანი ბილეთები და ათმანეთიანი ბოზები.  ბატონო კაკო ის 37 მანეთი მაშინ  და ახლაც ჩემთვის 500 ევროიანი იყო.  მე მსყიდველობით  ვანგარიშობ.  მე ბოზებში არასოდეს არ დავდიოდი,  არც მაშინ და არც ახლა.  ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო  ათი მანეთის გადახდა,  მე ათი მანეთის გარეშეც   ვახერხებდი  ამ საკითხებს. ისე ცნობისთვის, თუკი ვინმე ლამაზი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან ვარ ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე. ეტყობა თქვენ ასეთი საკითხები ძალიან გაწუხებთ. მაგალითად, ქალბატონი ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა?
 მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები – მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ "იბიარზე" 10 წლის განმავლობაში. ეს "იბიარდობა" ეტყობა ქვეყანას. ამიტონ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ“,-განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა. 

პლენარულ  სხდომაზე სოსო ჯაჭვლიანის გაჩერება რამოდენიმეჯერ სცადა პარალამენტის ვიცე-სპიკერმა. მანანა კობახიძემ ჯაჭვლიანს კორექტული საუბრისკენ მოუწოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics