13:19 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 13:56:19, 728 ნახვა

საზოგადოება
საფოსტო მარკები "ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - თბილისი 2015" მიმოქცევაში შევიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, დღეიდან ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკები „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - თბილისი 2015“ მიმოქცევაში შევიდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.                                             

თბილისში რამდენიმე დღეში სტარტს ოფიციალურად აიღებს  ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენას წარმოადგენს და ჩვენი დედაქალაქი მოექცევა მსოფლიოს სპორტული და არა მხოლოდ სპორტული საზოგადოების თვალთახედვის არეალში.

აღნიშნულ მოვლენას მიეძღვნა პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით, 22 ივლისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და შპს „საქართველოს ფოსტის“ დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

საფოსტო მარკებზე გამოსახულია ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოფიციალური ლოგო, ე.წ. თილისმა - ხოხობი და ფესტივალის სპორტული სახეობების სიმბოლოები. თითოეული საფოსტო მარკის ღირებულება იქნება 2 ლარი, ხოლო ორმარკიანი მცირე ფურცლის - 4 ლარი.

საფოსტო მარკების დიზაინერები არიან თამარ დემეტრაშვილი და გიორგი ქართველიშვილი.

ახალი საფოსტო მარკების შეძენა შესაძლებელი იქნება შპს „საქართველოს ფოსტის“ საფოსტო განყოფილებებსა და სერვის-ცენტრებში.  

საფოსტო მარკა წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტის გამოხატვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრიბუტს, რომელიც ასახავს ქვეყნის  საშინაო და საგარეო პოლიტიკური ცხოვრების მთავარ მოვლენებს, ისტორიულ წარსულს, კულტურას, ხელოვნებას, მიღწევებს სპორტში, მეცნიერებაში და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics