09:36 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 11:17:05, 1243 ნახვა

პოლიტიკა
აქციის მონაწილეებმა უმრავლესობის დეპუტატ თემურ ჭკუასელს პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს

ცოტა ხნის წინ პარლამენტში მივიდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი თეიმურაზ ჭკუასელი,  რომლის გამოჩენას საკანონმდებლო ორგანოსთან ხმაური მოჰყვა.

დეპუტატს პარლამენტის შენობაში შესვლა სურდა, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქციის მონაწილეებმა ამის საშუალება არ მისცეს.

დეპუტატმა საპატრულო პოლიციის დახმარებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.

„ძალადობა არ მომწონს არსად, სამსახურში მივდივარ. ესეც ძალადობაა. დაავადებული ვარ გულის ოპერაცია ახალი გაკეთებული მაქვს და ამ სიტუაციაში უკვე ცუდად ვხდები“,  - განაცხადა ჭკუასელმა.

ცნობისთვის, თემურ ჭკუასელი უმრავლესობის ის დეპუტატია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარია. ის ანსამბლ "ქართული ხმების" დამფუძნებელი და სოლისტია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics