19:00 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-25 21:49:50, 1130 ნახვა

საზოგადოება
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან კარავი გაშალეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის ქუჩაზე, პარლამენტის შესასვლელთან კარავი გაშალეს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, ისინი შენობის პიკეტირებას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ.

„ჩვენ ვუთხარით ხელისუფლებას, რაც არ უნდა მოიყვანოთ რობოკოპები, პოლიციელები, რაც არ უნდა დაარღვევინოთ კანონი პოლიციას და მუშტები გვიქნიოთ, ამოცანა არის იმდენად მნიშვნელოვანი, ეს არის დაბრუნება არჩევანის, რომ ადამიანებმა თავად განსაზღვრონ როგორი იქნება მათი მომავალი. ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, აუცილებლად იქნება პიკეტირება, გავათენებთ აქ ღამეს, აუცილებლად გადაიკეტება რუსთაველი და ვიბრძოლებთ აქ ბოლომდე. ვერც ციხე, ვერც რობოკოპი ვერ შეწყვეტს ჩვენს პროტესტს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან გადანაწილდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხვალ დეპუტატებს პლენარული სხდომის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ. მთავარი მოთხოვნა ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარებაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
ქარელში კაცმა ბენზინი გადაისხა - კაცი კლინიკაშია გადაყვანილი
ქობულეთში ცოლზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს
ბაქომ უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 40 ტონა აღჭურვილობა გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics