09:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-25 13:13:21, 1591 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში, „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, Accor Hotels ჯგუფის სასტუმრო - „ibis Tbilisi Stadium“ გაიხსნა

თბილისში, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, Accor Hotels ჯგუფის სასტუმრო - „ibis Tbilisi Stadium" გაიხსნა. 150 ნომრიანი სასტუმრო ქალაქის ტურისტულ და კულტურულ ცენტრში - აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს და მზადაა სტუმრების მისაღებად.

ეკონომ-კლასის სასტუმრო Accor Hotels ჯგუფის რიგით მესამე სასტუმროა თბილისში. მისი დიზაინი სტუდია „Sundukovy Sisters"-მა შეიმუშავა და ის თანამედროვე და ნათელი გარემოს კონცეფციაზეა დაფუძნებული. სასტუმრო მომხმარებლებს საქმიანი შეხვედრებისა და მოსასვენებელ, ადგილობრივ მოსახლეობას კი - საჯარო სივრცეებს სთავაზობს.

„მოხარული ვართ, რომ თბილისში რიგით მესამე სასტუმრო გავხსენით. „ibis Tbilisi Stadium" მოსახერხებელია როგორც ტურისტებისათვის, ასევე ქალაქის საქმიანი ვიზიტორებისათვის. მომგებიანი ადგილმდებარეობა და მყუდრო გარემო სტუმრებისათვის სასიამოვნო გამოცდილებას შექმნის. ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაცია კი აუცილებლად გახდება ბაზარზე სასტუმროს მთავარი კონკურენტული უპირატესობა", – აღნიშნავს Accor Hotels ჯგუფის აღმოსავლეთ ევროპის აღმასრულებელი დირექტორი - ალექსის დელაროფი.

თიბისი ბანკისთვის მნიშვნელოვანია კორპორატიული კლიენტების მხარდაჭერა და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობა. თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, 800 მილიონ ლარს შეადგენს.

ACCOR Hotels ჯგუფის შესახებ

ფრანგული Accor Hotels ჯგუფი სტუმართმოყვარეობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი მოთამაშეა, რომელიც 50 წელია 110 ქვეყანაში 4900 სასტუმროსა და 10 000 აპარტამენტს აერთიანებს.

IBIS ბრენდის შესახებ

Accor Hotels ჯგუფის სასტუმროების ბრენდი - Ibis 1974 წელს დაარსდა და ევროპის ბაზარზე ბიუჯეტური სასტუმროების ლიდერად იქცა. ქსელი მსოფლიოში გარემოსდაცვითი კონცეფციითაა ცნობილი და მომხმარებლებს თანამედროვე გარემოს, კომფორტსა და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics