08:48 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-22 14:51:30, 2375 ნახვა

პოლიტიკა
„დაბოქლომების შიში“ - წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარის, გოგა გულორდავას ბიუროს კარს სახელური მოხსნეს

ქვეყნის მასშტაბით დაწყებული „ბოქლომების ომის“ შემდეგ, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის, გოგა გულორდავას ბიუროს კარს სახელური მოხსნეს.

ფაქტის ამსახველ ფოტოებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრეცლებს.

„წალენჯიხის მაჟორიტარ გულორდავას ბიურო გუშინ და დღეს. სახელური მოხსნეს დაბოქლომების შიშით“, - წერს უგულავა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა „ბოქლომების ომი“ 18 ნოემბერს, პარლამენტის პიკეტირებით დაიწყეს. ამის შემდეგ ბოქლომები დაადეს მთავრობის ადმინისტრაციის, საქალაქო სასამართლოსა და პროკურატურის ჭიშკრებს. დღეს დილიდან აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს ოფისებთან მივიდნენ. რამდენიმე დეპუტატის ოფისს მათ ბოქლომი დაადეს, ზოგიერთ რეგიონში კი, ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციები ხმაურის და დაპირისპირების ფონზე ჩატარდა. მცხეთაში, ბოქლომების დადების მცდელობის დროს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი, თორნიკე დიასამიძე დააკვეს. ამასთან, გურიაში, ოზურგეთის მაჯორიტარის, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ოფისის „დაბოქლომების“ დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics