|
2019-11-22 13:17:48, 3313 ნახვა
რეგიონი
ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივები შუახევში
შუახევის მერის ფრიდონ ფუტკარაძის ინიციატივით, შუახევის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭო მოქმედებს. საბჭოს მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა, ახალგაზრდებსა და მუნიციპალიტეტს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა, სამიზნე ჯგუფების ინფორმირება, განხორციელებული პროექტების მონიტორინგი და ა.შ. საბჭო თვეში ერთჯერ იკრიბება და მათი ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
მორიგი სოციალური აქცია საბჭოს წევრებმა, მერის მოადგილე რუსუდან შავაძესთან, საკრებულოს წევრ გოგი ზოიძესთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად სოფელ ფურტიოში გამართეს. ნოშრევან ქამადაძის მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულეს და ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაუწიეს. წევრების საბჭოს ინიციატივით პერიოდულად მადლობის ბარათი გადაეცემა მუნიციპალიტეტის განვითარებაში და სამოქალაქო აქტივიზმში შეტანილი წვლილისთვის მოქალაქეებს. პროექტის ფარგლებში მადლობის ბარათი შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მარი კლერ ორსეტს და ნინო ბერიძეს გადასცა.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)