09:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-21 17:42:59, 4013 ნახვა

ეკონომიკა
ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ინოვაციური პროექტი ხელს უწყობს საქართველოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას

საქართველოს კერძო კომპანიების, ბიზნესასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი  დაინტერესებულ მხარეთა ფორუმს დაესწრო. 

დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის მონაწილეებმა  კერძო სექტორის განვითარების თანამედროვე მიმართულებებზე, მათ შორის, ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე იმსჯელეს.

ფორუმში მონაწილეობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ფორუმის ორგანიზატორი იყო ევროკავშირი (EU) გაეროს ოთხ სააგენტოსთან - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) - თანამშრომლობით.

სამუშაო სესიების ფარგლებში, ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ბიზნესის კლასტერების შექმნის პერსპექტივები, გამოწვევები და შესაძლებლობები შეფუთვის, სანერგეების, გადამმუშავებელ და აგროსამრეწველო სექტორებში; იმსჯელეს გარემოსადმი პასუხისმგებელი ბიზნესის განვითარებაზე, რაც საქართველოს ნარჩენების მართვის ახალი კოდექსის მიღებას, მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის  დანერგვას და ენერგოეფექტურობისადმი გაზრდილ მოთხოვნებს უკავშირდება. ფორუმის მონაწილეებმა საქართველოს ბიზნესის ევროპულ ბაზარზე დამკვიდრების საკითხებში ქართული დიასპორის როლზე ისაუბრეს.

ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელიც გაეროს ოთხი სააგენტოს მიერ ხორციელდება. პროექტში ჩართულები არიან კერძო კომპანიები, დარგობრივი ბიზნესასოციაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, პროფესიული ასოციაციები და სავაჭრო გაერთიანებები. პროგრამა, რომლის სრული ბიუჯეტი 6 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის პროექტი საქართველოს ბიზნესის უფრო ფართო ხელშეწყობის EU4Business ნაწილია, რომლის ფარგლებში ევროკავშირი ხელს უწყობს ქართულ მეწარმეობას, საკანონმდებლო ველის გაუმჯობესებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცებას.   

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics