16:56 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-19 16:25:33, 1359 ნახვა

საზოგადოება
რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დალუქა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის კარი დალუქა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კოდის გახსნას ის შეძლებს, ვინც პროპორციულ არჩევნებში გაიმარჯვებს.

„არავინ არ აპატიებს ხალხზე ძალადობას ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას.“ როგორადაც არ უნდა გამოიყენონ ძალა, ეს პარლამენტი არის ბოქლომდადებული, აქ სხდომა არ გაიმართება. დაედება პარლამენტის პლენარულ სხდომას ბოქლომი. ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია, პლენარული სხდომის მუშაობას, უცხადებს ბოიკოტს და არ დაუშვებს, რომ ივანიშვილმა და მისმა გაკოტრებულმა გუნდმა, იძალადოს ხალხზე და არ მიიღოს ისეთი კანონები, როგორსაც ითხოვს ხალხი. გინდათ ბოქლომების ომი?  აქ მიიღებთ ბოქლომების ომს. კოდი არის პროპორციული არჩევნების კოდი და ვინც პროპორციულ არჩევნებში გიმარჯვებს ის გახსნის აი ამ კოდს“, - განაცხადა გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ივანიშვილის ფულს შეუერთდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics