16:04 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-16 12:55:54, 1700 ნახვა

საზოგადოება
„ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე 2 ადამიანი დაშავდა

„ქართული ოცნების“ ოფისთან ვითარება ამ დრომდე დაძაბულია.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შენობის პიკეტირება რამდენჯერმე სცადეს, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

სამართალდამცველებთან დაპირისპირებისას დაშავდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე. მას დაზიანება ფეხის არეში აქვს მიყენებული.

„იმის მაგივრად, რომ მოქალაქეები დაიცვან, აქეთ გვირტყავენ“, - განაცხადა დაშავებულმა.

მას სასწრაფოს ექიმები უწევენ დახმარებას.

გარდა ამისა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ პოლიციასთან დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ოპერატორმა ხელი მოიტეხა.

შეგახსენებთ, დილიდან „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის პარალელურად შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეებმა ოფისში მისულ მმართველი გუნდის წევრებს „მონები“ უწოდეს. ისინი აცხადებენ, რომ სანამ გარდამავალი მთავრობის მიერ პროპორციული არჩევნები არ ჩატარდება, პროტესტს არ შეწყვეტენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics