|
2019-11-15 18:32:28, 2100 ნახვა
საზოგადოება
მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაციის პროცესი დეკემბერში დასრულდება
მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაციის პროცესი დეკემბერში დასრულდება - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. „დედაენისა და 9 მარტის ბაღები ერთმანეთს დავაკავშირეთ გვირაბით, რომელიც იქნება საფეხმავლო. ადრე თუ კიბეებით უნდა ამოსულიყავი ერთი ბაღიდან, გადაგეკვეთა გზა და ჩასულიყავი დედაენის ბაღში, ახლა დაკავშირება გვირაბით იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება სამუშაოებს, საგზაო ინფრასტრუქტურა დაახლოებით ნოემბრის ბოლოს იქნება დასრულებული: ქვედა ფენები მოწყობილი იქნება და ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი, ხოლო დეკემბრის ბოლოს იგეგმება მთლიანად სამუშაოების დასრულება. ამჟამად, ზაარბრიუკენის ხიდის მოწესრიგება მიმდინარეობს გარედან, ფილები იყო დაზიანებული. რაც შეეხება დენდროლოგიურ პროექტს, რომელიც ასევე ძალიან მნიშნელოვანია, ზურა შევარდნაძე და კომპანია „გარდენია“ გვეხმარება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. რეაბილიტაციის პროექტს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები ითვალისწინებდა ხიდების განაპირა ბურჯებისა და თაღის მალის ნაშენის ქვის, ასევე, აგურის წყობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს, ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბის მოწყობას, გარეგანათების სისტემების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და ზაარბრიუკენის ხიდის მოაჯირების რესტავრაციას. პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარამდეა. სამუშაოებს ასევე გაეცნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე ტოგონიძე, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში რიმა ბერაძე, ჩუღურეთისა და მთაწმინდის რაიონების გამგებლები - ზურაბ ჩიკვილაძე და დავით კირკიტაძე.
(NS)
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)