16:02 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 15:05:18, 1113 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტის შენობასთან ვითარება დაიძაბა - აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, მოძრაობის "ქვეყნის სამსახურში" ორგანიზებით, საპროტესტო აქციას მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

„დღეს ჩვენ ვნახეთ პარლამენტში, ბიძინა ივანიშვილის სცენარით მოწყობილი ცირკი. ვნახეთ, როგორ ცდილობს ის ძალაუფლების ყველანაირი მეთოდით შენარჩუნებას. არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს მოუწევდა ძალაუფლების დათმობა, რისთვისაც ის მზად არ არის! მაგრამ ჩვენ, ხალხი ვართ მზად, დავიბრუნოთ პრორუსი ოლიგარქის მიერ მიტაცებული ჩვენი ქვეყანა! ახლა, ამ მომენტში არსებობს ერთადერთი სწორი ნაბიჯი: პარლამენტთან მისვლა და იმის დაბრუნება, რაც ჩვენ გვეკუთვნის! ძალა ხალხშია! ერთად ერთის წინააღმდეგ! ერთად ქვეყნისთვის!“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის მონაწილეები პარლამენტის ყველა შესასვლელთან არიან შეკრებილი. ამასთან, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

ტერიტორიაზე სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics