15:03 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 13:13:25, 1617 ნახვა

საზოგადოება
მუნიციპალური ინსპექციას ლევან ჯღარკავა, „თბილსერვის ჯგუფს“ კი რომეო მიქაუტაძე უხელმძღვანელებს

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა გიორგი ბაგრატიონმა დატოვა, რომელიც ამჟამად, დაცვის პოლიციას ხელმძღვანელობს.

„გვაქვს საკადრო ცვლილებები. მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა გიორგი ბაგრატიონმა დატოვა და მინდა, აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე „თბილსერვის ჯგუფის“ აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, ლევან ჯღარკავას კანდიდატურა წარმოგიდგინოთ. ლევან ჯღარკავა ეფექტიანი მენეჯერი და თავისი საქმის პროფესიონალია. მან ეს ჩვენ გვაჩვენა, როდესაც ის „თბილსერვისს“ ხელმძღვანელობდა. ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთად და მინდა, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, მას წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფს“, დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელად საკრებულოს დასამტკიცებლად, რომეო მიქაუტაძის კანდიდატურა წარედგინება.

„რომეო მიქაუტაძესთან ჩვენ წლების განმავლობაში, თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გვაქვს. როდესაც ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, მაშინ ის „საქრუსენერგოს“ ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა და ქვეყნისთვის მართლაც ბევრი სასიკეთო პროექტი იქნა განხორციელებული, რაც ახალი ელექტროგადამცემი ხაზების, ქვესადგურების, ჰიდრო და თბოელექტროსადგურების მშენებლობას, ასევე, ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას გულისხმობს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ზოგადად აწუხებს ჩვენს ქალაქს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics