|
2019-11-13 12:05:30, 2645 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე EBRD-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტების მიმდინარეობა, სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და კავკასიაში EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური დახმარებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება აჭარაში. EBRD-თან ერთად დაისახა პრიორიტეტები, რომელიც უკავშირდება ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას, არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლებას გარემოსთვის უსაფრთხო ტრანსპორტით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მყარი ნარჩენების პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნას ევროკავშირის გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად. 2018 წლის ივლისში, ბათუმი შეუერთდა EBRD- ს მწვანე ქალაქების ჩარჩო პროგრამას, რომელიც ქალაქებს მათი მდგრადი განვითარების ხედვისა და სტრატეგიული მიზნების შემუშავებაში ეხმარება. შეხვედრას ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და მინისტრის მოადგილე თორნიკე კუჭავა ესწრებოდნენ. კატარინა ბიორლინ ჰანსენის ვიზიტის ფარგლებში 12 ნოემბერს გაიმართა პროექტის "ბათუმის მწვანე ქალაქის კონცეფცია" პრეზენტაცია.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)