15:03 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 11:23:38, 918 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში ულრიკ თიდესტრომს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში ულრიკ თიდესტრომს  შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა შვედეთის სამეფოში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

აღინიშნა, რომ შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ღვინისა და საკვების უმსხვილესი გამოფენის „Stockholm Food and Wine 2019“ ფარგლებში, წარმოდგენილმა ქართულმა ღვინომ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რამაც შვედი ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ღვინის სამშობლოში ვიზიტის, ქართული ღვინის ნაირსახეობების გაცნობის და ადგილობრივ ბაზარზე ღვინის ექსპორტის სურვილი გაუჩინა.

„მოხარული ვარ ქართული ღვინით ასეთი მასშტაბური დაინტერესებით. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილოების მიზანიც სწორედ ეს გახლავთ. ჩვენ, როგორც ღვინის სამშობლო,  სიამოვნებით ვუმასპინძლებთ შვედეთის სამეფოდან სტუმრებს და მოხარული ვიქნებით ორ ქვეყნას შორის ღვინის ინდუსტრიაში აქტიური თანამშრომლობით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სტოკჰოლმში, ღვინისა და საკვების უმსხვილეს გამოფენაში „Stockholm Food and Wine 2019“ ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია მონაწილეობდა. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენა დიდი პოპულარობით სარგებლობს სკანდინავიის რეგიონში და მას ყოველწლიურად 40 ათასამდე ღვინის პროფესიონალი და მომხმარებელი სტუმრობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics