|
2019-11-12 17:59:46, 1409 ნახვა
პოლიტიკა
გია გაჩეჩილაძე ოპოზიციას: არ გამოგრჩეთ, რომ ყოველი სამი წინადადების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ახსენოთ
„ოპოზიციას მინდა ვთხოვო, რომ ჩაწერონ თავისი გამოსვლა და ატრიალონ 24 საათის განმავლობაში, ყველა თემასთან დაკავშირებით. ოღონდ არ გამორჩეთ, რომ ყოველი სამი წინადადების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ახსენონ “, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების" თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ. მისი თქმით, ასეთი დავალება მისცა მათ მიხეილ სააკაშვილმა, ვისაც, არავინ იცის ახლა როგორი ფსიქიკური მდგომარეობა აქვს: „სიმართლე გითხრათ, უკვე მოსაბეზრებელი გახდა ეს აღვირახსნილი პოპულიზმი. მე ოპოზიციას მინდა ვთხოვო, რომ ჩაწერონ თავისი გამოსვლა და ატრიალონ 24 საათის განმავლობაში, ყველა თემასთან დაკავშირებით. ოღონდ არ გამორჩეთ, რომ ყოველი სამი წინადადების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ახსენონ. ასეთი დავალება აქვთ მათ თავისი არაფორმალური მმართველისგან, სააკაშვილისგან, რომელიც კაცმა არ იცის ახლა როგორ ფსიქიკურ მდგომარეობაშია და რა პერსპექტივები აქვს საერთოდ, თუ რა თქმა უნდა ციხეში არ მოხვდა. სამწუხარო ამბავი ის გახლავთ, რომ ამ პოპულიზმის ფონზე მთავარი იკარგება, რადგან მშვენიერი და სახელმწიფო თვალსაზრისით მნიშნელოვანი რეფორმა ტარდება ქვეყანაში. ვისაც საქართველოს პოლიტიკური ისტორია ახსოვს, მან ძალიან კარგად იცის, თუ რა უბედურებები ხდებოდა ამ პოლიტიკური ჯგუფების შემოსვლით და გასვით პოლიტიკიდან. ვერაფრით ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური სპექტრი საქართველოში. უამრავი პარტიის დასახელება შეიძლება დღეს, რომელიც მმართველი პარტიები იყვნენ და რომლებიც ფიზიკურად აღარ არსებობენ. ეს იცით რისი ბრალი იყო? იმიტომ რომ ლიდერებზე ჩამოკიდებული პარტიები იყო და მათ იდეოლოგიასთან არანაირი შეხება არ ქონდათ. ეს რეფორმა იძლევა საშუალებას ერთჯერადად ჩამოვაყალიბოთ პოლიტიკური სპექტრი 2020 წლის არჩევნებში და 2024 წლის არჩევნებში მივიდეთ გამართული, იდეოლოგიურად გასწორებული და საზოგადოებისთვის ნაცნობი პოლიტიკური სპექტრით, რომ დავემსგავსოთ ბოლოს და ბოლოს სახელმწიფოებს, სადაც ასეთი პროცესები მიმდინარეობს.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)